კომპანიას, რომელიც მუზეუმის მიმდებარედ სკვერს აწესრიგებს, ქობულეთის მერმა მირიან ქათამაძე შენიშვნა მისცა და სამუშოების დაჩქარება დაავალა. მერიის ინფორმაციით, სამშენებლო კომპანიამ სამუშაოები აგვისტოს დასაწყისამდე უნდა დაასრულოს.
“პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების უმეტესი ნაწილი უკვე დასრულებულია. ამ დროისთვის ადგილზე ფილები იგება და სკვერში არსებული მემორიალი წესრიგდება. პროექტის მიხედვით, სკვერში იცვლება განათება, ეწყობა თანამედროვე ბორდიურები, ფილები და გამწვანებული ადგილები. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება, სკვერში არსებულ, ომში დაღუპულთა მემორიალს”, – აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, სკვერის რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 400 000 ლარამდე იხარჯება.