რუისპირში ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

393

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის ცენტრალური საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, სრულად მოიხსნება ასფალტის მოძველებული, დაიანებული საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხი და ასფალტის ახალი საფარი 1 100 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე დაიგება.

სამუშაოების ღირებულება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ენ-დი როუდი” აწარმოებს, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით 360 649 ლარს შეადგენს.