ფოთში ფაზისის ქუჩისა და აკაკის ქუჩის კვეთაზე სიჩქარის შემზღუდველი ბარიერი და საგზაო მანიშნებელი დამონტაჟდა.
“მოცემულ პერიმეტრზე, საგზაო ავარიების მომატებული შემთხვევებისა და მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით, მერიის სამსახურებმა უზრუნველყვეს შესაბამისი პრევენციული სამუშაოების მოკლე დროში განხორციელება.
ქალაქში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესი აქტიურად გაგრძელდება”, – აცხადებენ ფოთის მერიაში.