კაჩაეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

402

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაეთში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარი 3 კმ-მდე მონაკვეთზე დაიგება. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო და დასრულება ამ წლის ზაფხულში იგეგმება.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 1 146 954 ლარს შეადგენს.