თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში ორ მისამართზე შიდა საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
“სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, დაიგება ასფალტის ახალი საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები. ჯამში, მოასფალტდება 630 მეტრის სიგრძის საავტომობილო გზა”, – განმარტავენ მერიაში.
მათივე ცნობით, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომლიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 352 075 ლარით ფინანსდება, ტენდერში გამარჯვებული კომპანია “გზამშენი 2005” ასრულებს.