სიღნაღში ეთნოგრაფიული პარკისა და სასაფლაოს მიმდებარე გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
“ამ ეტაპზე, გზის ფუნდამენტის მომზადება და საყრდენი კედლების მშენებლობა მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზების ორ სხვადასხვა მონაკვეთზე, 1225 მეტრის მანძილზე ბეტონის საფარი დაიგება”, – განმარტავენ სიღნაღის მერიაში.
პროექტის ღირებულება, რომელიც 390 000 ლარს შეადგენს, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს.