წინა სტატია შემდეგი სტატია ჭიათურის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ, ნიკა სამხარაძემ თანამდებობა და პარტიის რიგები დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. "ზუსტად ვხვდები, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასულ პარლამენტის სამივე წევრს ჩვენზე ათასჯერ მეტი ინფორმაცია აქვს, მაგრამ ვთვლი, რომ ამ ხალხს ჩვენგანაც მხარდაჭერა სჭირდება ძალიან რთულ, რეალურად ევროპულ, თავისუფლებისთვის და დემოკრატიის კიდევ უფრო მაღალი ხარისხისთვის ბრძოლის გზაზე. ამიტომ, მეც ვტოვებ...
შემდეგი სტატია ლაგოდეხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღამბაშიძემ თანამდებობა დატოვა და „ქართული ოცნებიდან“ წავიდა. მისი თქმით, სურს საზოგადოებას თამამად ესაუბროს იმის შესახებ, თუ რა ვითარებაა დღეს საქართველოში, რისი თქმის საშუალებაც არ აქვს მმართველ პარტიას პარტნიორებთან ურთიერთობების გამო. ღამბაშიძე საკრებულოს წევრად რჩება. „მეგობრებო, რამდენიმე დღის ნაფიქრი გადაწყვეტილების შესახებ მინდა გითხრათ: ჩემი„ ქართული ოცნება“ ერთიანი, თავისუფალი და ამაყი, ევროპული ოჯახის წევრი საქართველოა, რომელსაც...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, მალე, 80-მდე ოჯახი წყალს საკუთარ ეზოებში, ინდვიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებს. „ამ ეტაპზე, მიმდინაორებს რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. დღემდე, აღნიშნულ უბანს სასმელი წყლის ამორტიზებული სისტემა ემსახურებოდა, რის გამოც აქ მცხოვრებ ოჯახებს...
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ქართული პოლიტიკური პარტიების 2021 წლის დაფინანსების შესახებ კვლევა მოამზადა, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის ფინანსური უთანასწორობა და პოლიტიკური კორუფციის არაეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა მთავარ პრობლემებად რჩება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ქართული პოლიტიკური პარტიების 2021 წლის დაფინანსების საკითხები შეისწავლა. ამ წელს საქართველოში მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები ჩატარდა. მთავარი აქცენტი გაკეთდა 17 პარტიაზე, რომელიც 2021 წლის მდგომარეობით ან...
სოხუმი ბიჭვინთის "სახელმწიფო აგარაკის" რუსეთის საკუთრებაში გადაცემას გეგმავს, ამის შესახებ აფხაზური გამოცემა "ნუჟნაია გაზეტა" წერს. "საზოგადოებას ჯერ არ ჰქონდა გადამუშავებული ინფორმაცია მოსალოდნელი თაღლითობის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია უცნობი კომპანიისთვის 500 ჰექტარი სანაპირო მიწის გამოყოფასთან დაკავშირებით, და მას თავს კიდევ ერთი ამბავი დაატყდა - რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, ბიჭვინთაში, სანაპიროსა და აკვატორიის ნაწილის ჩართვით, 180 ჰექტარი მიწის გასხვისების შესახებ. "ეხო კავკაზას" თანახმად, "პარლამენტის" დეპუტატობის...
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით მჭედლიშვილი თანამდებობიდან უნდა გადადგეს, იგი არის პრორუსი მოძალადე,- ეს განცხადება ქობულეთის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა საკრებულოს შენობასთან გააკეთეს. მათ პროტესტის ნიშნად აქცია პერფორმანსი გამართეს. როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლაშა კომახიძე აცხადებს, დავით მჭედლიშვილი საკრებულოს თანამშრომლებს პირადად აფრთხილებდა, რომ 3 ივლისს პროდასავლურ აქციაზე არ წასულიყვნენ. ლაშა კომახიძის თქმით, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე “ქართული ოცნების” რეალური სახეა. “ერთ-ერთ მედიასაშუალებით ფაქტი...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გორში, სოფლების ხიდისთავი-ატენის გზიდან, წედისი-ბნავისის მიმართულებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მდინარე ათრევას რამდენიმე მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარის დაგება და სარწყავ-სანიაღვრე არხების მოწყობა უკვე დაწყებულია. წედისი-ბნავისის სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5 800 მეტრია. "პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სენაკის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ინგა ქარდავამ სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და დიდი ბრიტანეთის უკვე ყოფილი პრემიერის ბორის ჯონსონის ფოტო გამოაქვეყნა და მას "ომის მეორე ფრონტის გახსნის შემოქმედი" უწოდა. ქარდავა ასევე წერს, რომ ჯონსონი ღარიბაშვილმა "მიაჩმორა". ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს მადრიდში ვიზიტის ფარგლებში გასული თვის ბოლოს შეხვდა.
საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ციხე-ქალაქ კვეტერასთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოეწყობა. პროექტის მიზანია ციხე-ქალაქ კვეტერას ხელმისაწვდობის გაზრდის ხელშეწყობა და პოპულარიზება. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ახალი ინფრასტრუქტურა მიზნად ისახავს ტურიზმის სტიმულირებას და ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი შესაძლებლობების შეთავაზებას. "აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ციხე-ქალაქ კვეტერასთან მისასვლელი 600 მეტრიანი ახალი გზის მონაკვეთის დაგება, ასევე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის სავაჭრო ჯიხურების მოწყობა. დამატებით მოეწყობა...
თელავში გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო მოედანზე არსებულ სათადარიგო ფეხბურთის მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 649 473 ლარს შეადგენს,  საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.​ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი სტადიონის და ტრიბუნების მოწყობა, მოედნის შემოღობვა, გასახდელების და სველი წერტილის მშენებლობა.​ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი ლიგისა და სხვადასხვა ასაკობრივი...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. აღნიშნული მონაკვეთი სოფელ ნაწულუკუს ტერიტორიაზე მდებარეობს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 612 735 ლარია. წინადადებების მიღება 5 აგვისტოს დასრულდება.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, რკინიგზის უბნის, მელაანი - ჩალაუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება. ამ დროისთვის ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1100 მეტრამდე სიგრძის გზას. გზის რეაბილიტაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთითი ხორციელდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "ბახტრიონი 2012" ასრულებს. გზის რეაბილიტაციისთვის 655 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.
მარნეულში სოფელ კიროვკის მოსახლეობა სოფლისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხზე საერთო კრების ჩატარებას ითხოვს. საინიციატივო ჯგუფმა მუნიციპალიტეტის მერიას დღეს ოფიციალურად მიმართა და დასახლების საერთო კრების მოწვევის მიზნით, რეგისტრაციის გავლა ითხოვა. კიროვკელებს სურთ, რომ მათ სოფელს ძველი, საბჭოთა ოკუპაციამდელი სახელი - მამეი ეწოდოს. ამ საკითხთან დაკავშირებით მარნეულის საკრებულომ 18 აპრილს გამართულ სხდომაზე უკვე იმსჯელა. მაშინ საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ თქვა, რომ მერიაში...
ქარელის მერია ახალ კომპიუტერულ ტექნიკას ყიდულობს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 52 838 ლარის დახარჯვას აპირებს. ტექნიკის შესაძენად უწყებამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია შეიძენს: 18 პროცესორს 18 მონიტორს 18 მაუსს 18 კლავიატურას 19 პრინტერს 23 უწყვეტი კვების წყაროს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის შენობის ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 98 440 ლარი გამოიყო. შესაბამისი ტენდერი ზუგდიდის მერიამ უკვე გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, საუბარია ადმინისტრაციული შენობის მე-3 სართულის ოთხი ოთახის, ასევე, მე-4 სართულის დერეფნის, 2 ერთეული სველი წერტილის და სამუშაო ოთახების, ადმინისტრაციული შენობის სარდაფის გადატიხვრის და არქივის (ყოფ.ავტოფარეხის) შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. ტენდერში წინადადებები 15-დან 18 ივლისის ჩათვლით მიიღება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების...
გლდანის რაიონში, წყაროს ქუჩაზე, დაახლოებით, 350 კვ. მეტრ ფართობზე სპორტული მოედანი ეწყობა. პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 94 304 ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დაწყებას გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ქაშიაშვილი გაეცნო, მოსახლეობას შეხვდა და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. "გლდანის რაიონში ჯანსაღი და სპორტული წესის დამკვიდრების მიზნით, სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას განვაგრძობთ. მალე ჩვენს რაიონს კალათბურთის კიდევ ერთი და ფეხბურთის ორი მოედანი შეემატება. მათ შორის, წყაროს ქუჩაა, სადაც აქამდე მსგავსი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ