ზერტში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა სრულდება

289

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მალე, 80-მდე ოჯახი წყალს საკუთარ ეზოებში, ინდვიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებს.

„ამ ეტაპზე, მიმდინაორებს რეზერვუარისა და საქლორატოროს მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას. დღემდე, აღნიშნულ უბანს სასმელი წყლის ამორტიზებული სისტემა ემსახურებოდა, რის გამოც აქ მცხოვრებ ოჯახებს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა.

სასმელი წყლის ახალი სისტემა ზერტის ერთ-ერთ უბანში გასულ წელსაც მოეწყო. იქ მცხოვრები 100-მდე ოჯახი, წყალს წლების განმავლობაში მეზობელი უბნებიდან ეზიდებოდა”,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.