გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, რკინიგზის უბნის, მელაანი – ჩალაუბნის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება.
ამ დროისთვის ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტის მიხედვით რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1100 მეტრამდე სიგრძის გზას.
გზის რეაბილიტაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთითი ხორციელდება, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ბახტრიონი 2012” ასრულებს.
გზის რეაბილიტაციისთვის 655 000 ლარზე მეტი დაიხარჯება.