ბნავისის მიმართულებით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

383

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გორში, სოფლების ხიდისთავი-ატენის გზიდან, წედისი-ბნავისის მიმართულებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა გრძელდება.

მათივე ცნობით, ამ ეტაპზე მდინარე ათრევას რამდენიმე მონაკვეთზე ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ასფალტის საფარის დაგება და სარწყავ-სანიაღვრე არხების მოწყობა უკვე დაწყებულია.

წედისი-ბნავისის სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5 800 მეტრია.

“პროექტი გარდამავალია და 2023 წელს დასრულდება. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.