თელავში გივი ჩოხელის სახელობის მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

356

თელავში გივი ჩოხელის სახელობის საფეხბურთო მოედანზე არსებულ სათადარიგო ფეხბურთის მოედანს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 2 649 473 ლარს შეადგენს,  საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.​

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბუნებრივსაფარიანი სტადიონის და ტრიბუნების მოწყობა, მოედნის შემოღობვა, გასახდელების და სველი წერტილის მშენებლობა.​

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს უმაღლესი ლიგისა და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ტურნირების მატჩების ჩატარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის და ფეხბურთის პოპულარიზაციას.​ ​ასევე, უზრუნველყოფს თელავის, როგორც რეგიონული ცენტრის ინტეგრირებას და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.