საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის სამკილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა.
აღნიშნული მონაკვეთი სოფელ ნაწულუკუს ტერიტორიაზე მდებარეობს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 612 735 ლარია. წინადადებების მიღება 5 აგვისტოს დასრულდება.