წინა სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
გია ონიანი "ქართული ოცნებიდან" ლენტეხის მერი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. ის საჯარო თანამდებობაზე პირველადაა, მანამდე სამეწარმეო საქმიანობაში იყო ჩართული, შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2021 წლის დეკემბრის ბოლოს აქვს შევსებული.
გია ონიანი 30 წლისაა, დეკლარაციის მიხედვით კი ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი. ოჯახი სხვადასხვა წლებში ნაყიდ 9 უძრავ ქონებას ფლობს, მათ...
გარდაბნის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, აღსტაფას რაიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა და აღსტაფას რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა სეიმურ ორუჯოვმა მოაწერეს. ურთიერთთნამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს შორის, სხვადასხვა მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და მიღწევების გაზიარებას ისახავს მიზნად, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, მრეწველობისა და გარემოს დაცვის ნაწილში.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის...
13 ივლისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში არსებული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტისა და გოიგოლის რაიონის მოსახლეობის უფრო მეტად დასაახლოებლად და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, მეგობრობისა და თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ბოლნისის მერიის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და გოიგოლის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა თურანი ალიევმა მოაწერეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში,...
მარნეულის მუნიციპალიტეტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის, შამქირის რაიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ორ ქალაქს შორის დამეგობრების მემორანდუმს ხელი, ბაქოში ვიზიტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა და შამქირის რაიონის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელმა რაშად ტაგიევმა მოაწერეს.
„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მუნიციპალიტეტებს შორის კიდევ უფრო მეტად გაამყარებს მეგობრობასა და თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს დაძმობილებულ ქალაქებს შორის არსებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო,...
"ნაციონალური მოძრაობა" ხელვაჩაურის ტერიტორიაზე არსებულ უფუნქციო შენობაში საბავშვო ბაღის განთავსებას ითხოვს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ოპოზიციონერები ხელვაჩაურის მერიას მოუწოდებენ მერიის მიმდებარედ არსებულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც 2007 წელს აშენდა და 2012 წლამდე სხვადასხვა საჯარო უწყება იყო განთავსებული, ფუნქცია შესძინოს და საბავშვო ბაღი განათავსოს. ვინაიდან მათივე მტკიცებით, დასახლებაში ბაღებში აღსაზრდელებისთვის ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
საკითხთან დაკავშირებით ხელვაჩაურის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შენობა ბათუმის...
რუსთავის მერია 300 ცალ ახალ ნაგვის კონტეინერს შეიძენს. კონტეინერების შესაძენად ელექტრონული ტენდერი ა(ა)იპ "რუსთავსერვის ცენტრმა" უკვე გამოაცხადა.
როგორც ტენდერიდან ირკვევა, მოხდება 250 ცალი მუქი ნაცრისფერი, ლურჯთავსახურიანი 1100 ლიტრიანი და 50 ცალი ლურჯი ფერის 240 ლიტრიანი ნაგვის კონტეინერების შეძენა.
საერთო ჯამში 300 ცალი ნაგვის კონტეინერის შესაძენად მუნიციპალური ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო.
აჭარის მთავრობა მოქალაქეებს, რომლებსაც 26 მაისის ქუჩაზე სახლის ჩამონგრევის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაუზიანდათ, სარეზერვო ფონდიდან დაეხმარება. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, დაზარალებული მოქალაქეების კომპენსირებისთვის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდიდან 50 ათასი ლარი გამოიყოფა.
26 მაისის ქუჩაზე უბედური შემთხვევა 2021 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდა ამისა, აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან დახმარება გაეწევა ოჯახებს, რომლებიც...
ზუგდიდის მერია გამოეხმაურა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევას, რომლის თანახმადაც, გაიზარდა დასაქმებულთა რიცხვი და ხელფასები სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალურ იურიდიულ პირებში.
ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, მერიას დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში თანამშრომელთა ზრდა, მომსახურების სფეროს გაზრდამ განაპირობა.
"მოსახლეობისთვის განვმარტავთ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში დაქვემდებარებულ ა(ა)იპ-ებსა და შპს-ებში თანამშრომელთა ზრდა, განაპირობა მომსახურების სფეროს გაზრდამ. მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას გადმოეცა ახალი ავტობუსები, რომელიც დამატებით მძღოლების აყვანას მოითხოვდა....
გორის მერმა საკუთარ წარმომადგენელს სოფელ ვარიანში შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა. ინფორმაცია დაადასტურა პაატა კოკაურმაც. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და აღარ გამიგრძელეს”, – განაცხადა კოკაურმა.
შრომითი ურთიერთობის შეეწყვეტის მიზეზებზე კოკაური მედიასთან არ საუბრობს.
როგორც მოზაიკა წერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გორის მერმა შრომითი ხელშეკრულებები კიდევ რამდენიმე წარმომადგენელთან აღარ გააგრძელა.
16 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის კმ12-კმ32 მონაკვეთზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ხორციელდება სტიქიის შედეგად წარმოქმნილი მეწყრულ-ეროზიული პროცესების შემაკავებელი ღონისძიებები. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2022 წლის 16 ივლისიდან 31 ოქტომბრამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია ყოველი თვის შაბათს, 15:00 საათიდან...
ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის სამუშაოები ოქტომბრის თვეში დასრულდება.
ფოთის მერიის ცნობით, პროექტს ''საქართველოს ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდი'', კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად ახორციელებს. სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 972 602 ლარს შეადგენს.
ფოთის მერიის ინფორმაციით, შენობა მე-20 საუკუნის დასაწყისში, ნიკო ნიკოლაძის მოღვაწეობის დროს აშენდა და მისი არქიტექტორი ედმუნდ ფრიკია. ასევე, განხორციელებული სამუშაოების შემდეგ, ისტორიულ ძეგლს ავთენტურობა...
ასოციაცია "ტყის პროდუქტი" საზოგადოებას სთავაზობს ტრენინგების ციკლს, რომელიც განკუთვნილი იქნება მათთვის, ვინც დაინტერესებულია ველური ბუნებით, ეკოლოოგითა და ტყის ტურიზმით, ასევე, მათთვის, ვისაც აქვს ლაშქრობის გამოცდილება (გიდები, მოლაშქრეები, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები) და სასტუმროებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ კულინარიული (აგროტურისტული) სერვისის გაწევა.
ასოციაციის ორგანიზებით ტრენინგები ჩატარდება მიმდინარე წლის ივლისში საქართველოს სამ რეგიონში: იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი.
ტრენინგის მიზანია საქართველოში ტყის ტურიზმის პოპულარიზაცია და დამატებითი ტურისტული სერვისების შექმნა,...
შემდეგი სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
გიორგი გაზდელიანი "ქართული ოცნებიდან" ლენტეხის საკრებულოს თავმჯდომარე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მეორე ვადით გახდა.
2014-2017 წლებში ის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იყო. 2017 წლის 20 ნოემბრიდან დღემდე არის ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. ამდენად, 2014 წლიდან ქონებრივი დეკლარაცია ყოველწლიურად, ჯამში 8-ჯერ აქვს შევსებული.
ბოლო დეკლარაცია 2021 წლის ოქტომბერში, ჯერ ისევ თავმჯდომარის პოსტზე...
წინა სტატია
„თუ უკრაინას კანდიდატის სტატუსი უკრაინელი ხალხის სისხლის ფასად მიენიჭა, ქართველებს მხოლოდ რუსეთთან ომში სამჯერ გვაქვს სისხლი დაღვრილი, თანაც ისე, რომ ფაქტიურად ყოველ ჯერზე მარტო აღმოვჩნდით ჩვენი მტრის წინაშე“- ამის შესახებ ადიგენის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი წერს, რომელმაც დაკავებული თანამდებობა დატოვა.
როგორც იმედა მღებრიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, იმისთვის, რომ ისაუბროს უფრო ღიად და დაიცვას მშვიდობა,...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
“ქართული ოცნების” წევრმა ლევან კოჭლოშვილმა პარტია და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა. მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
” ჩვენთვის საყვარელი მეფე ერეკლეს მსგავსად დარმწუნებული ვარ, თითოეული ჩვენი სახელოვანი წინაპარის ოცნება მშვიდობიანი, ერთიანი, ქრისტიანული და ევროპული საქართველო იყო, რომელიც ძლიერ ქართულ ფესვებზე უნდა ყოფილიყო დაშენებული. ჩვენს მეფეებს ჯეროდათ და სწამდათ, რომ...
წინა სატატია
შემდეგი სტატია
ძალიან რთულია ჩუმად უყურო თუ, როგორ აზიანებენ ევროპულ იდეას საქართველოში ნაციონალური მოძრაობა და მათი უცხოელი ლობისტები. ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე კამპანიის ფარგლებში ევროპელებად და ევროპის სახეებად გვევლინებიან ბოროტმოქმედი ნაც მოძრაობის მფარველი - იუკნევიჩიანეები, კუბილიუსები, გრეგორევები თუ ფოტიგები,’’ წერს სოციალურ ქსელში ასპინძაში „ქართული ოცნების“ საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე გია ჭელიშვილი დაკავებულ თანამდებობას და პარტიას ტოვებს.
როგორც ჭელიშვილი წერს, ტოვებს თანამდებობას,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































