მარნეულის მერია ხუთი ავტომობილის სანომრე ნიშანს ცვლის

414

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ხუთი ავტომობილის სანომრე ნიშანს ცვლის. აღნიშნული მომსახურებისათვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთან 500 ლარიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განაცხადეს, საუბარია მერიისა და საკრებულოს ბალანსზე რიცხულ ავტომობილებზე. ძველი სანომრე ნიშნის შეცვლის მოთხოვნით, მარნეულის მერის მოავალეობის შემსრულებელს, ზაურ ტაბატაძეს ეკონომიკის სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა მიმართა.

„საქართველოს კანონის გათვალისწინებით 2021 წლის 31 მარტამდე ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის შეცვლას. არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით სანომრე ნიშნის შეცვლას ექვემდებარება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 5 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. ასევე, შესაძლებელია მუნიციპალიტეტს 2021 წლის განმავლობაში დაჭირდეს აღნიშნულ სფეროში სხვადასხვა სახით მომსახურების გაწევა. გამომდინარე აქედან მიზანშეწონილად მიმაჩნია მომსახურების შესყიდვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს ,,სსიპ. მომსახურების სააგენტოს“-თან 500 ლარის ფარგლებში გაფორმდეს შესაბამისი ხელშეკრულება“- წერია მოხსენებით ბარათში.

აღსანიშნავია, რომ სანომრე ნიშნების შეცვლამდე 19 დღეა დარჩენილი. მას, ვინც აპრილამდე ნომრის შეცვლას ვერ მოასწრებს, ძველი ნომრით ქუჩაში მოძრაობის უფლება აღარ ექნება. მანქანა სახლში უნდა დატოვოს, ძველი ნომერი მომსახურების ცენტრში ტექნიკურ პასპორტთან ერთად მიიტანოს, ჩააბაროს და ახალი მიიღოს.

ნომრის შეცვლა აუცილებელია ყველა სატრანსპორტო საშულებისთვის, თუმცა, მსუბუქი მანქანების მეპატრონეებს ერთი პრივილეგია აქვთ: მათ შეუძლიათ განაცხადი დისტანციურად, მობილური აპლიკაციის (შAGENჩY) მეშვეობით შეავსონ და მიუთითონ, თუ რომელ ცენტრში სურთ ნომრის აღება. ის, ვინც აპლიკაციას დისტანციურად შეავსებს, უფლება აქვს ნომერი თბილისშივე, ქავთარაძის N5ა-ში, აიღოს. სხვა შემთხვევაში ნომრის აღება თბილისის გარდა ყველგან არის შესაძლებელი.