გორში 50 აქტივისტმა “ქართული ოცნებიდან” “შენების მოძრაობაში” გადაინაცვლა

912

გორის მერობის კანდიდატის, დავით ონიაშვილის მხარდასაჭერად ,,ქართული ოცნებიდან” 50 აქტივისტი წასვლას აპირებს. ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადამიანური რესურსების განყოფილების თანამშრომელმა, ირმა პაპიძემ განაცხადა.

“ჩემ გარდა, ქართულ ოცნებას” 50 აქტივისტი ტოვებს. ისინი განცხადებას თვითონ გააკეთებენ” – ამბობს ირმა პაპიძე.

მისი განმარტებით, ,,ქართული ოცნება” „ნაციონალურ მოძრაობად“ გადაიქცა და ამიტომ ის პარტიას ტოვებს და „შენების მოძრაობას“ უერთდება. “მე ვერ ავიტანე ის უსამართლობა, რაც ამ პარტიაში ხდება. პორტირებული ნაციონალებით გაივსო პარტია”, – განმარტავს პაპიძე.

“შენების მოძრაობამ” დღეს გორში მერობის კანდიდატად მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი, ხოლო პროპორციული სიის პირველ ნომრად და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად ტელეკომპანია ,,თრიალეთის” მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი წარადგინა.