გორში “შენების მოძრაობის” მერობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი იქნება, ხოლო საკრებულოს სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი – ტელეკომპანია „თრიალეთის“ მფლობელი ბადრი ნანიტაშვილი.
კანდიდატები “შენების მოძრაობის” ლიდერებმა – დავით უსუფაშვილმა და კახა შარტავამ გორელებს დღეს წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია “თრიალეთის” მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი გორის მერობისთვის დამოუკიდებლად ბრძოლას აპირებდა და ის საოლქო საარჩევნო კომისიაში კანდიდატადაც იყო რეგისტრირებული.
რაც შეეხება დავით ონიაშვილს, ის გორის თემის მუნიციპალიტეტის გამგებელი 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, “ქართული ოცნებიდან” გახდა.