“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის წევრის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილავენ მიმდინარე პოლიტიკურ თემებს, მათ შორის ევროპარლამენტში გამართულ დებატებს და თვითმმართველობის მომავალ არჩევნებს.
“ჩვენს პოლიტიკურ გუნდს გვაქვს სისტემატური შეხვედრები. მნიშვნელოვანია ევროპარლამენტში მიმდინარე დებატები, ასევე შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნა საქართველოში, ასევე სხვა მიმდინარე საკითხებს და მომავალ თვითმმართველობის არჩევნებს განვიხილავთ, როგორც ყოველთვის”,- განაცხადა ტალიაშვილმა.