კახეთში, ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის მაგისტრალური არხის მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შემდეგ გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სოფელ ვეჯინის, კოლაგის, ბაკურციხისა და კარდენახის ტერიტორიაზე ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან მაგისტრალური არხის ჯამში, 7 000 მეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება.
„ექსპლუატაციის პროგრამით სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია ახორციელებს. გაწმენდითი სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გატარებას უზრუნველსაყოფს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მორწყვას. სამუშაოები მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და დასრულდების ეტაპზეა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.