ფოთის მუნიციპალიტეტსა და ევროკავშირს შორის არსებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, ფოთში მოსაცდელი სივრცე მოეწყო, რომელიც მზის პანელებით არის აღჭურვილი.
პროექტი – „მოსაცდელი სივრცე – მზის პანელებით“ ა.ა.ი.პ ინოვაციური ტექნოლოგიების მიერ განხორციელდა.
„პროექტი მიზნად ისახავს ფოთში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვის პოპულარიზაციას და მუნიციპალიტეტს შეუწყობს ხელს, ევროკავშირის ინიციატივის „მერების შეთანხმების“ ფარგლებში ენერგოეფექტურობის მხრივ დასახული მიზნის მიღწევაში“, – ნათქვამია ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მათივე ცნობით, ფოთში 80 000 ევროს ღირებულების სულ 23 ქვეგრანტის პროექტი დაფინანსდა.