ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა დომენტი სიჭინავამ მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და იმ პრიორიტეტებსა და მიმართულებებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელებასაც მერად არჩევის შემთხვევაში გეგმავს.
„არ ვიძლევი დაპირებებს, ვსაუბრობ კონკრეტულ გეგმებსა და ამოცანებზე, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასაქმების საკითხი. როდესაც ვსაუბრობთ სოციალურ პრობლემებზე, ეკონომიკის განვითარებასა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ცალ-ცალკე ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. პრობლემები არის სისტემური და წლიდან წლამდე მათ მოგვარებაზე არ უნდა ვილაპარაკოთ. ერთხელ და სამუდამოდ, მუნიციპალიტეტში უნდა დაიგოს გზა და ეს საარჩევნო დაპირების ნაწილი არ უნდა გახდეს. ჩემი მთავარი მესიჯია: დიალოგი ხალხთან და დასაქმება“, – განაცხადა სიჭინავამ.
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი საკუთარ ხედვებს ხვალ არასამთავრობო სექტორს გააცნობს.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
წყარო: იმედინიუსი