ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება

867

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება, – შესაბამის აქტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ბრიფინგზე აღნიშნა, არჩევნების დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტი კონტრასიგნაციისთვის მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე გადაგზავნილია.

გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ ივნისის ბოლოს დააანონსა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დანიშვნას მიმდინარე წლის ოქტომბრის მესამე კვირის ბოლოს აპირებდა, თუმცა მაშინ კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია და აღნიშნა, რომ შესაბამისი აქტი არჩევნების დანიშვნის თაობაზე გამოიცემოდა 60 დღით ადრე – აგვისტოს ბოლოს.

წყარო: ინტერპრესნიუსი