საჩხერის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებიდან დაიწყო. ინფორმაციას საჩხერის მერია ავრცელებს.
შეხვედრები გაიმართა ზედა და ქვედა ორღულის, ჩიხის, სხვიტორისა და დუნთის მოსახლეობასთნ და შემდეგი პროექტების განხორციელება გადაწყდა:
ზედა ორღული -16 000 ლარი, საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, ატრაქციონის დამონტაჟება და ფანჩატურის მ ოწყობა;
ქვედა ორღული – 16 000 ლარი, ქველაძეების უბანში საუბნო გზაზე რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა;
ჩიხა -20 000 ლარი, ზეინკლიშვილების უბანში საუბნო გზაზე რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა;
სხვიტორი 16 000 ლარი, ზედა მაჭარაშვილების უბანში საუბნო გზაზე რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა;
დუნთა -10 000 ლარი, საუბნო გზაზე რკინა/ბეტონის საფარის მოწყობა;
შეხვედრებს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი, ჩიხის თემში მაჟორიტარი დეპუტატი კობა ხვედელიძე, მერის წარმომადგენელი ჩიხის ადმინისტრაციულ ერთეულში ცისანა მაკასარაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენელბი ესწრებოდნენ.