2020 წელს იმერეთში 6 სკოლა აშენდა, 200 მეტი სკოლა კი გარემონტდა

429

2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, იმერეთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტები შეუფერხებლად ხორციელდებოდა. ინფორმაციას იმერეთს სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

იმერეთში 2020 წელს აშენდა 6 სკოლა; მიმდინარეობს კიდევ 6 სკოლის მშენებლობა; მცირე სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა 200-ზე მეტ სკოლას, მათ შორის მოწესრიგდა სველი წერტილები; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთ სკოლას, გრძელდება 13 სკოლის სრული რეაბილიტაცია.