თელავის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის 31 მილიონი ლარის პროექტები მიმდინარეობს

311

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წყალმომარაგების კომპანია ქალაქ თელავის უწყვეტი წყალმომარაგებისათვის ორ პროექტს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამ დროისთვის, უკვე დასრულდა თელავში “წიწმატიანის” პროექტით გათვალისწინებული 11 კმ-იანი მაგისტრალიდან 9 კმ-ის მოწყობა, დარჩენილი 2 კმ-ის მოწყობა კი, წლის ბოლოს დასრულდება. ქალაქის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის, დამატებით, მიმდინარეობს ახალი სისტემების მშენებლობა, რომლის დასრულება მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება. პროექტის შედეგად თელავის წყალმომარაგების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება და მოსახლეობა 24 საათიან წყალმომარაგებაზე გადავა.

მიმდინარე პროექტების ჯამური ღირებულება 31 მილიონი ლარია. სამუშაოები საქართველოს მთავრობისა და აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით მიმდინარეობს.