კასპის მერმა საკუთარი მუშაობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენა ნოემრბის ბოლოს დაანონსა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
„ერთწლიანი ანგარიშის წარდგენა ნოემბრის ბოლოს იგეგმება. შევაჯამებთ განვლილ ერთ წელს, ზუსტი თარიღი, დრო და ადგილიც მალე გახდება ცნობილი“, – განაცხადა ვახტან მაისურაძემ.
რაც შეეხება გორის მერიას, უწყებაში ამ დრომდე არ იციან, როდის და სად მოხდება ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ანგარიშის პრეზენტაცია.
ინფორმაციისთვის, საკუთარი მუშაობის ერთი წელი უკვე შეაჯამეს ხაშურის და ქარელის მერებმა.