საქართველოში ამერიკის საელჩო სასამართლოს მიერ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და წერს, რომ ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის შერყევას ემსახურება და პროცესი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს.
“მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ძალადობა მხოლოდ საქართველოს სტაბილურობის ძირის გამოთხრის მსურველებს აძლევს ხელს. არსებული ვითარება უნდა გადაიჭრას მშვიდობიანად,”- წერს აშშ-ის საელჩო.
შეგახსენებთ ,თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების სახით ნიკა მელიასთვის გირაოს ნაცვლად, პატიმრობის შეფარდების თაობაზე. ოპოზიცია და ნიკა მელიას მხარდამჭერები ამ წუთებში ენმ-ს ოფისში არიან შეკრებილები.