ცქიტიშვილი: საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესები, რომელიც პარლამენტმა მიიღო, იმ სახით ვერ შესრულდება, რაც დოკუმენტშია ასახული – ეს არის რეალობა!

491

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის წესები, რომელიც პარლამენტმა მიიღო, იმ სახით ვერ შესრულდება, რაც დოკუმენტშია ასახული – ეს არის რეალობა! – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, საბავშვო ბაღების ავტორიზაციასთან დაკავშირებული რეგლამენტი ბაღებთან დაკავშირებით არსებულ რეალობას, არ ასახავს.

„როცა ძველ ბაღებზე ვსაუბრობთ, არათუ სარემონტო სამუშაოები, არამედ მეტწილად შენობის კარდინალური სტრუქტურული ცვლილებებია საჭირო, რათა ის რეგლამენტთან შესაბამისობაში მოვიდეს. საბავშვო ბაღებს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველობები მართავენ. ჩვენ ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ, რომ რეგლამენტის პირობები გადაიხედოს და ბაღების ავტორიზაციის პროცესს ხელი შევუწყოთ“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება ახალი ბაღების მშენებლობას, მინისტრის თქმით, ეს პროცესი რეგლამენტის სრული დაცვით მიმდინარეობს.

„31 ბაღის მშენებლობის პროცესი რეგლამენტთან სრულად თანხვედრაშია“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.