მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანებამ საკვები პროდუქტების შესყიდვისათვის ცხრა ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ტენდერების მიხედვით, მათში გამარჯვებული კომპანიები ვალდებული იქნებიან მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანებას საკვები პროდუქტები 2021 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, მოთხოვნიდან 15 დღის ვადაში, მიაწოდონ.
ბაგა-ბაღების გაერთიანების მიერ გამოცხადებული ცხრა ტენდერის საერთო ღირებულება 180 660 ლარია.
გთავაზობთ პროდუქტებისა და მათი შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ჩამონათვალს:
- ქინძის, კამის, ოხრახუშის და კვერცხის შესყიდვა – 5 280 ლარი
- წიწიბურის, ბრინჯის, კარტოფილის, ჭარხლის, ნიორის, სტაფილოს, ხახვის, ლობიოს, ბარდის, კომბოსტოს და ვაშლის შესყიდვა – 24 780 ლარი
- შესქელებული რძის, არაჟანის, კარაქის, ხაჭოს, ყველის და მაწონის შესყიდვა – 69 960 ლარი
- ხორბლის ფქვილის, სიმინდის ფქვილის და მანანის ბურღულის შესყიდვა – 2 220 ლარი
- ხორბლის პურის, ორცხობილის (პეჩენია), შაქრის, კაკაოს, ვერმიშელის, მაკარონის, ჩაის, მარილის და საფუარის-დროჟი შესყიდვა – 18 120 ლარი
- ხილის ჯემების, ტომატ პასტის და ნატურალური წვენის, უშაქრო კონსერვანტებისა და დანამატების გარეშე ხილის წვენის შესყიდვა – 18 960 ლარი
- რაფინირებული ზეთის შესყიდვა – 4 380 ლარი
- გაყინული თევზის შესყიდვა – 20 400 ლარი
- ძვლიანი და რბილი საქონლის ხორცის შესყიდვა – 16 560 ლარი
რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ზაურ ქარიმოვმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პირველი მარტიდან დაიწყება.