კრწანისის ქუჩაზე 19 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

256

კრწანისის ქუჩაზე, სანიაღვრე ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, გულიას მოედნიდან გორგასლის ქუჩის მიმართულებით მოძრავი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, კრწანისის მოედნიდან გულიას მოედნამდე, სატრანსპორტო საშუალებები შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან.

„აღნიშნული სამუშოების გამო, ავტობუსები: N371, N301, N344, N345, N331, N350 და მიკროავტობუსები: N538, N547, N550, N557, N580, N427 გადაადგილებას შეძლებენ გულიას მოედნიდან გულუას ქუჩაზე. შემდეგ გააგრძელებენ გადაადგილებას მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე და დაუკავშირდებიან მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.