ბოლნისის მერია: დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში სამზარეულოსა და სამრეცხაოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს

404

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღებში კომფორტული ინფრასტრუქტურის შექმნა აქტიურად გრძელდება. დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში სამზარეულოსა და სამრეცხაოს რეაბილიტაცია უტარდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 72 000 ლარი გამოჰყო.

მათივე ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას დღეს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო. ამასთან, წინა წელს მუნიციპალიტეტმა ბაღის შენობის საძირკველსა და კედლებს გამაგრებითი სამუშაოები განახორციელა.

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნა კვლავ აქტიურად გრძელდება. დღეს დაბა კაზრეთის საბავშვო ბაღში ვიმყოფებოდით სადაც სამზარეულოსა და სამრეცხაოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ წინა წელს ბაღის შენობას გამაგრებითი სამუშაოებიც ჩაუტარდა. ბოლნისის მუნიციპალიტეტი დიდ ყურადღებას აქცევს სკოლამდელ განათლებას და ვცდილობთ ჩვენს პატარებს სწავლისთვის კომფორტული და უსაფრთხო გარემო შევუქმნათ“, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.