ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ჩიქოვანმა შპს ,,ბათუმის წყლის“ ახალი გენერალური დირექტორი ლევან დავითაძე წარადგინა. ჩიქოვანის თქმით, დავითაძეს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს.
ლევან დავითაძის განცხადებით, ყველა დაგეგმილი პროექტები დათქმულ ვადებში განხორციელდება.
„როგორც მოგეხსენებათ, დღეიდან ვუხელმძვანელებ, შპს „ბათუმის წყალს“, სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს არის გამოწვევა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. ამასთან, ეს არის დიდი პატივი ემსახურო საკუთარ ქალაქს და თანამოქალაქეებს. რაც შეეხება პროექტებს, ვიმედოვნებ რომ, ყველა ის პროექტი, რომელიც „ბათუმის წყალში“ ხორციელდება დათქმულ ვადებში განხორციელდება. რაც შეეხება სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებს, ვიმედოვნებ რომ გუნდი, რომელიც საკმაოდ კვალიფიციური კადრებით არის დაკომპლექტებული, მოგვცემს საშუალებას შევქმნათ და განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომელიც კიდევ უფრო მეტ სიკეთესა და სარგებელს მოუტანს ბათუმს“, – განაცხადა ლევან დავითაძემ.