კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ფოთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება.
ფოთის მერიის ინფორმაციით, სამუშაო დღის ბოლოს სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები სადეზინფექციო საშუალებებით ამუშავებენ ავტობუსებს და სამარშუტო ტაქსებს, რათა მგზავრებისთვის გადაადგილება უსაფრთხო იყოს.
„აღნიშნული ღონისძიება მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ვირუსული ინფექციის გავრცელების რისკის შესამცირებლად ხორციელდება. რეკომენდაციების დაცვის კონტროლს შესაბამისი ორგანოები უზრუნველყოფენ“, – აცხადებენ ფოთის მერიაში.