ხარაგაულის სოფელ წყალაფორეთში, სავარაუდოდ, ახალი სკოლა აშენდება

382

„წყალაფორეთში სკოლის არსებული შენობა დასანგრევია, – ასეთი დასკვნა სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურომ  გააკეთა, – ამბობს ამ სკოლის რეაბილიტაციის ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სამშენებლო-საწარმო გაერთიანება იმერეთის“ დირექტორი რუბენ ჩინჩალაძე, – დასკვნა მუნიციპალური განვითარების ფონდშია გადაგზავნილი, უახლოეს დღეებში ფონდის ტექნიკური ჯგუფი გადაწყეტილებას მიიღებს. სავარაუდოდ, წყალაფორეთში ახალი სკოლა აშენდება“. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის, ვერტყვიჭალისა და მარელისის საჯარო სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს.

წყალაფორეთის სკოლის პროექტში ბევრი შეუსაბამობა აღმოჩნდა, ამის გამო მშენებელი კომპანიის წარმომადგენელმა არსებული შენობის დანგრევა და ახლის აშენება მოითხოვა.