რამდენად რთულია, ერთ პატარა მუნიციპალიტეტში ყოველკვირეულად გამოსცემდე გაზეთს, მაშინ, როცა სარეკლამო ბაზარი სუსტია, დონორთა მხარდაჭერა კანონებით იზღუდება, ადგილობრივი თვითმმართველობა კი ინფორმაციის მოპოვებისთვის ბარიერებს ქმნის?
ეს ისტორია ქალზეა, რომელმაც 27 წლის წინ ხარაგაულში დამოუკიდებელი გაზეთი – „ჩემი ხარაგაული“ დააფუძნა და რომლის თითოეულ ნომერსაც გაზეთის ხელმომწერებს, შორეულ სოფლებშიც კი, თანამშრომლები საკუთარი ხელით ურიგებენ.
ჩვენ მოქალაქის თოთოეულ პრობლემას მის საბოლოო მოგვარებამდე მივყვებით, – ამბობს ლაურა გოგოლაძე და ამაყობს, რომ გამოწვევების მიუხედავად, ეს არის გამოცემა, რომელიც არასდროს გაყიდულა და ყოველთვის მოქალაქის გვერდით დგას.
ლაურას ისტორია გვახსენებს, რომ ჟურნალისტიკა მხოლოდ ბიზნესი არაა – ეს არის შეუპოვარი ხმა, რომელიც საზოგადოების ყველაზე შორეულ კუთხეშიც კი მიაღწევს.



































