ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში იანვრის თვეში 97 018 ლარის დაფინანსება გასცა.
როგორც მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 307 ბენეფიციარს გაუწია.
“41 529 ლარი, 50 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 53 ბენეფიციარი 18 465 ლარით დაფინანსდა.
სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს მრავალშვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, ახალდაქორწინებულებმა და სხვა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში 20-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება. პროგრამის მთავარი მიზანია, ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.