ღორეშა-ბაზალეთის საავტომობილო გზის მშენებელი კომპანია ხარაგაულიდან ბაზალეთამდე მისასვლელი ავარიული გზის რეაბილიტაციაზე მუშაობს. ამისთვის დამკვეთმა – მუნიციპალური განვითარების ფონდმა – დამატებით 93 994 ლარი გამოყო. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.
ხანდები-ბაზალეთის 800 მეტრიანი გზის რეაბილიტაცია ბაზალეთი-ღორეშას გზის მშენებლობის პარალელურად მიმდინარეობს. საავტომობილო გზის ორივე მონაკვეთის დასრულება, ხელშეკრულების თანახმად, 2021 წლის 19 აპრილისთვის იგეგმება.
„ღორეშა-ბაზალეთის გზაზე სამუშაოები თითქმის დასრულდა, – ამბობს მშენებელი ორგანიზაციის – შპს „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დირექტორი ლევან ტრაპაიძე, – ამჟამად გვერდულებისა და ბეტონის საფარის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დამატებით 800 მეტრი გზის რეაბილიტაცია დაგვევალა. ამ გზაზე, ჯერჯერობით, მიწის საფარს ვაწესრიგებთ. ამის შემდეგ ბეტონის საფარის დაგება დაიწყება“.
ბაზალეთი-ღორეშას საავტომობილო გზის მშენებლობისთვის 8 389 620 ლარი იხარჯება. ხანდები-ბაზალეთის 800 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციის ჩათვლით, მუნიციპალური განვითარების ფონდი შპს „კავკასუს როუდ პროჯექტს“ სულ 8 483 614 ლარს გადაუხდის