დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით მინი ტრაქტორები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი ესწრებოდნენ.
პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
სამინისტროს ცნობით, ამ ეტაპზე, გრანტი 13 დევნილს გადაეცა, 2021 წლიდან კი პროგრამაში მონაწილეობა ეკომიგრანტებსაც შეუძლიათ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, ჯამში, 400-ზე მეტი დევნილი დააფინანსა.