ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამით დასაქმებულების მიერ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავდა და მოწესრიგდა 1000-ზე მეტი სასაფლაო, 205 საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა.
როგორც მან პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას აღნიშნა, საზოგადოებრივი სამუშაოების ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა სსიპ-ებმა შეძლეს უფრო ფართო მასშტაბის ტერიტორიაზე მოეხდინათ ფაროსანას გავრცელების ინსპექტირება.
“საზოგადოებრივი სამუშაოების ქვე-პროგრამის განმახორციელებელ ერთ-ერთ მხარეს წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობები და მათ სისტემაში შემავალი სხვადასხვა დაწესებულება. მათთან კომუნიკაციის შედეგად გვაქვს ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა პროგრამამ მათ მისცა შესაძლებლობა დამატებითი სამუშაო ძალის გამოყენებით გაეზარდათ საკუთარი საქმიანობის ეფექტიანობა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ადგილობრივმა თვითმმართველობებმა შეძლეს შემდეგი სამუშაოების შესრულება:
ყოველდღიურად ანდა საჭიროებისამებრ ყველა მუნიციპალიტეტში 550-მდე საბავშვო ბაღის ეზო, 300-ზე მეტი სკვერი და პარკი და 160-ზე მეტი სპორტული მოედანი სუფთავდება და წესრიგდება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით დასუფთავდა და მოწესრიგდა 1000-ზე მეტი სასაფლაო, 205 საზოგადოებრივი მნიშვნელობის შენობა-ნაგებობა, გაიწმინდა 1500-მდე კმ. სანიაღვრე არხი. ასევე, მოწესრიგდა და დასუფთავდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები. ნარჩენებისგან გაიწმინდა, გამწვანებითი სამუშაოები ჩატარდა, ბალახები და ბუჩქები მოიჭრა დასახლებული პუნქტების გზების ნაპირებსა და მიმდებარე ფერდობებზე.
400-ზე მეტმა საჯარო სკოლამ და 532 სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებამ შეძლო დამატებითი სამუშაო ძალა მიეღო დარაჯისა და დამლაგებლის პოზიციაზე, რომლებიც არსებულ თანამშრომლებთან ერთად იზრუნებენ სკოლებისა და ბაღების ინფრასტრუქტურის მოვლასა და მოწესრიგებაზე, ასევე, ბავშვებისთვის შესაფერისი სასწავლო გარემოს შექმნზე”, – განაცხადა აზარაშვილმა.