ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 9 626 700 ლარით გაიზარდა

413

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 9 626 700 ლარით გაიზარდა. მისი მოცულობა საკრებულოს 27 იანვარს გამართულ სხდომაზე დამტკიცდა 50 026 700 ლარით, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 40 400 000 ლარისა.

წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიას თქმით, აქედან 6 მილიონ 458 890 ლარი რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული თანხაა, დანარჩენი კი ნაშთია წინა წლის ბიუჯეტიდან. ეს პირველი ცვლილებაა, რომელიც 2021 წლის საფინანსო დოკუმენტში განხორციელდა.

თანხა გამოყოფილია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. მათ შორისაა წყალმომარაგების სისტემისა და გარე განათების მოწყობა, მრავალბინიანი ეზოების კეთილმოწყობა, გზების მშენებლობა, რეკონსტრუქცია და მოვლა-შენახვა, სოფლის მხარდაჭერის პროგრამები.