აგრარული კომიტეტის წევრები სახელმწიფო რწმუნებულებს ხვდებიან. პანდემიიდან გამომდინარე შეხვედრა ონალინ რეჟიმში მიმდინარეობს.
დეპუტატები რწმუნებულებისგან არსებულ პრობლემებს მოისმენენ.
„გამომდინარე იქიდან, რომ კომიტეტი და თითოეული წევრი დაინტერესებულია ვნახოთ და გავეცნოთ რეგიონებში არსებულ პრობლემებს, ვითვალისწინებთ პანდემიას და გასვლითი შეხვედრების შესაძლებლობა არ გვაქვს. გვექნება ონლაინ შეხვედრა, იმისთვის, რომ გავეცნოთ ადგილზე არსებულ საჭიროებებს. რა თქმა უნდა, სასოფლო-სამეურნეო თემატიკიდან გამომდინარე, ასევე მათ მოთხოვნებს და თხოვნებს ჩვენი კომიტეტის მიმართ, რა საკანონმდებლო ცვლილებებზე შეიძლება ვიფიქროთ ან რა ინიციატივებზე.
ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იქნება, რადგან რწმუნებულებს კარგი ინფორმაცია აქვთ ადგილზე მინდინარე პროცესებზე და ეს საბოლოო ჯამში, ჩვენი მოქალაქეებისა და სოფლად მცხოვრები ადამიანებისთსვის იქნება გამოყენებული“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.