“ქართულმა ოცნებამ” ფოთში მერობის კანდიდატად გოჩა კურდღელია წარადგინა

608

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ ქალაქ ფოთის ამომრჩეველს “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატი, გოჩა კურდღელია წარუდგინეს.

ზურაბ ალავიძის განცხადებით, მერობის კანდიდატს,როგორც წარმატებულ ბიზნესმენს, ძალიან კარგად ესმის მენეჯმენტი და ფოთის განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს.

“გოჩა კურდღლიას საკმაოდ საინტერესო ხედვები აქვს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ფოთი.დ არწმუნებული ვარ ის იზრუნებს თითოეული ადგილობრივის კეთილდღობაზე. ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება, ადგილობრივ ხელისუფლების დახმარებით, ვეცდებით ფოთს დაგეგმილი პროექტებით, საპორტო ქალაქის იმიჯთან ერთად, ტურისტული ქალაქის მნიშვნელობაც შევსძინოთ,“- აღნიშნა ზურაბ ალავიძემ.

წყარო: აიპრესი