ორი ქალი და 16 მამაკაცი – „ქართულმა ოცნებამ“ ახალციხის მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
„დიდი კვლევის შედეგად, შერჩეული იქნა საუკეთესოები საუკეთესოთა შორის. ჩვენი სიები განახლდა, დარჩნენ ის ძველი გამოცდილი მეგობრებიც, რომლებიც დიდი ხანია იბრძვიან და ბევრი სასიკეთო მოუტანეს,როგორც თემს, ასევე ქალაქს“, – განაცხადა წარდგენისას გიორგი კოპაძემ.
მაჟორიტარობის კანდიდატები:
ქალაქ ახალციხის პირველი მაჟორიტარულ ოლქი – ზოია ბალიაშვილი;
ქალაქ ახალციხის მეორე მაჟორიტარული ოლქი – გიორგი ბეროშვილი;
ქალაქ ახალციხის მესამე მაჟორიტარული ოლქი – ამბარცუმ ბაბოიანი.
ვალე – გიორგი ზაქროშვილი;
აგარის თემი – სიმონ გელაშვილი;
ანრიაწმინდის თემი – ნოდარ სუდაძე
აწყურის თემი – ალექსი ლაბაძე;
ელიაწმიდის თემი – იოსებ კაპანაძე;
კლდის თემი – ვლადიმერ კურტანიძე;
მინაძის თემი – ზაალ ბერიძე;
პამაჯის თემი – არტაშეს ბალასანიანი;
საძელის თემი – პაიცარ მანასიანი;
სვირის თემი – არჩილ უჩიძე;
სხვილისის თემი – არუთუნ აგაბაბიან;
ურავლის თემი – ბესიკ გოქსაძე;
ფერსის თემი – ნოდარ ტალახაძე;
წყალთბილისი თემი – პეტროს ვართანიან;
წყრუთის თემი – მკრტიჩ გინოსიან;
გიორგი კოპაძის თქმით, დღეიდან საარჩევნო კამპანია აქტიურად დაიწყება.
„ჩვენ სხვებივით არ გადაგვიტვირთვია მოსახლეობა იმ კამპანიით, რომელიც ტარდება 3 და 4 თვე. ჩვენ ისეც ახლოს ვართ მოსახლეობასთან და ამ თვენახევარში შევასრულებთ იმას, რაც გასაკეთებელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი გაიმარჯვებთ. გილოცავთ ამ დიდ ნდობას „ქართული ოცნებიდან“, – განაცხადა კოპაძემ.
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას ესწრებოდნენ სამცხე–ჯავახეთის გუბერანტორი აკაკი მაჭუტაძე და ახალციხის თემის გამგებელი, „ოცნების“ მერობის კანდიდატი ზაზა მელიქიძე.