მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება იქმნება. ამის შესახებ ჩემი ხარაგაული წერს.
ამის შესახებ ინფორმაცია ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანისგან მოვიპოვეთ. ახალი განყოფილების შექმნის აუცილებლობა, მისი ინფორმაციით, „ბავშვის უფლებათა კოდექსიდან“ გამომდინარეა. ამ განყოფილებაში ღია კონკურსით ინსპექტორი შეარჩიეს. უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი კოორდინატორისა და სოცმუშაკის თანამდებობებზე.
ამავე განყოფილებაში ხელშეკრულებით იურისტისა და ფსიქოლოგის დანიშვნას აპირებენ. კახა გოლუბიანი ამბობს, რომ ხელშეკრულებით დასაქმების შემთხვევაში კონკურსის გამოცხადება სავალდებულო არაა.
მერიაში ხელშეკრულებით კიდევ ორი სპეციალისტი დასაქმდება. კახა გოლუბიანის ინფორმაციით, მერიაში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ერთ პირს დანიშნავენ, ერთ სპეციალისტს კი იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც ეს ყველაზე მეტად საჭიროა.