ამბროლაურში “სანაპიროს” ქუჩის კეთილმოწყობა იწყება

549

ქალაქ ამბროლაურში, მდინარე კრიხულის მიმდებარე ტერიტორიაზე, ,,სანაპიროს” ქუჩის კეთილმოწყობა იწყება.

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი აღნიშნულ ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობას, გასართობი სივრცეების შექმნას, ბულვარის გაკეთებასა და კაფე-ბარების მშენებლობას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში, მდინარე კრიხულას სანაპირო ზოლის დაცვის მიზნით, სამ ეტაპად განხორციელდა ბეტონის დამცავი კედლის მშენებლობა და გამოთავისუფლდა ტერიტორია, სადაც უკვე უშუალოდ კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება.

,,პროექტის საბოლოოდ დასრულების შემდეგ ,,სანაპირო” ქალაქის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი გახდება, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისა და დამსვენებლებისთვის” – განაცხადა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.