შუშანია: გელათის ტაძრის არასწორად გადახურვის გამო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელები უნდა გადადგნენ

443

წინა სტატია

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიგა შუშანია აცხადებს, რომ გელათის ტაძრის არასწორად გადახურვის გამო კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელები უნდა გადადგნენ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წევრი აცხადებს, 7 მილიონი ლარი გაიფლანგა, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

შუშანია საქმის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს. მისი თქმით, მომხდარზე ასევე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელიც საქმის გადაფარვას და „ისრების ყოფილი ხელისუფლებისკენ გადატანას ცდილობს“. შუშანია გელათის ტაძრის გადახურვის სამუშაოებში უცხოელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს.