დღეიდან, გუდაუარი-კობის საბაგიროები, მხოლოდ მგზავრთა გადაყვანის უზრუნველსაყოფად, იმუშავებს ყოველდღე, 12:00-დან 15:00 საათამდე, საავტომობილო გზის გახსნამდე, – ამის შესახებ ინფრომაციას ყაზბეგის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, სამუშაო საათები შეიძლება შეიცვალოს მეტეოროლოგიური პირობების ცვლილების შესაბამისად. მგზავრები გონდოლაში პირბადის გარეშე არ დაიშვებიან.
როგორც ყაზბეგის მერიაში აცხადებენ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გონდოლებს ყოველი დღის ბოლოს ჩაუტარდება სადეზინფექციო წმენდა.