კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

355

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტექნიკური სამუშაოების გამო, საბაგირო 7-დან 9 დეკემბრამდე არ იმუშავებს.

როგორც დედაქალაქის მერიაში აღნიშნავენ, საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული სამუშაოები ჩატარდება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია შექმნილი დისკომფორტის გამო მოსახლეობას ბოდიშს უხდის.