მარნეულის საკრებულოს აპარატში თანამშრომლებს შეამცირებენ

578

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რეორგანიზაცა დაიწყო, რომლის საფუძელზეც 8 თანამშრომელი თანამდებობას დატოვებს. ინფორმაცია აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ 30 დეკემბერს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ თქვა. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ დატოვებს საკრებულოს. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

„დღეის მდგომარეობით საკრებულოში 29 შტატი და ხუთი მეორადი სტრუქტურული ერთეულია (განყოფილებები). ამ შემთხვევაში ხდება ორი სტრუქტურული ერთეულის გაუქმება. ბევრი თანამშრომელია დასაქმებული და ნაწილი გადაადგილდება სხვადასხვა განყოფილებაში. სულ განთავისუფლებული იქნება რვა თანამშრომელი. პლიუს ერთი ვაკანსია გვქნოდა და ისიც უქმდება. გამოდის, რომ 9 შტატი თავისუფლდება, რომლებიც მოყვნენ შემცირებაში“, – განაცხადა ბერიძემ.

ბერიძის თქმით, რეორგანიზაცია სამ ეტაპად ხორციელდება. ახლა ბოლო ეტაპია დარჩენილი, რომელიც განთავისუფების თაობაზე თანამშრომლების ერთი თვით ადრე გაფრთხილებას გულისხმობს. შემცირებაში მოყოლილ თანამშრომლებს კი დასაქმებაშ საჯარო სამსახურის ბიურო დაეხმარება.

„ეს იმას ნიშნავს, რომ საჯარო სამსახურის ბიურო იწყებს მუნიციპალიტეტებში, საჯარო სამსახურებში, შესაბამისი ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძებნას და შემდეგ შეთავაზებას. თუ საჯარო მოხელე არ დათანხმდება ამ შეთავაზებას, ის გადადის რეზერვში და კომპენსაცია აუნაზღაურდება ჩვეულებრივად“, – ამბობს ბერიძე.

საკრებულოს სხდომაზე, თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ მიმდინარე წელი შეაჯამა და მადლობის სიგელები გადასცა სპორტსმენებს.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღისწესრიგით გათვალისწინებული 13 საკითხი განიხელეს. ყველა მათგანზე დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.