მარნეულში დასუფთავების მოსაკრებლის დაწესება იგეგმება

655

მარნეულში დასუფთავებაზე მოსაკრებლის დაწესება იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაცია საკრებულს სხდომაზე, 30 დეკემბერს გახდა ცნობლი. საკითხი განსახილველად მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ გამოიტანა და თქვა, რომ დასუფთავების მოსაკრებლის მინიმალური თანხა ერთი ლარი, ხოლო მაქსიმალური, ოთხი ლარი იქნება. ამის შესახებ რადიო მარნეული წერს.

“ეს ითვალისწინებს ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განსაზღვრას. ერთ სულ მოსახლეზე ერთი ლარი იქნება დასუფთავების მოსაკრებელი. თქვენ იცით, რომ ჩვენ, ყოველწლიურად სუფსიდიის სახით გადავცემთ ააიპ „სუფთა მარნეულს“ გარკვეულ სახსრებს და ეს არ არის ცოტა თანხა. ამიტომ, საჭროა ბალანსი მოსახლეობის მხრიდან, რა თქმა უნდა საუბარია იმ ლოკაციებზე (ადგილებზე), სადაც სუფთა მარნეული შედის და ემსახურება.ზედა ზღვარი მოსაკრებლის იქნება 4 ლარი. თუ ოჯახში ოთხ სულზე მეტი ცხოვრობს, მაინც გადაიხდის ოთხ ლარს. ამასთან დაკავშრებით აღსრულების ნაწილში პასუხისმგებლობა დაეკისრება მოსაკრებლის განყოფილებას. ჩვენ კოორდინირებულად ვიმუშავებთ, რათა მაქსიმალურად მოხდეს დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მეტად გადავდგათ ნაბიჯი წინ – შევიძინოთ ტექნიკა, ურნები და მოვიცვათ მთლიანად მუნიციპალიტეტის ტერიტორია,“- თქვა 30 დეკემბრის საკრებულო სხდომაზე ლაშა ლობჯანიძემ. საკითხს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

როგორც 12 იანვარს, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას შპს „სუფთა მარნეულის“ ხელმძღვანელმა ლერი მუმლაძემ განმარტა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, თუ როდიდან მოუწევს მოსახლობას მოსაკრებლის გადახდა, თუმცა მსგავს გადაწყვეტილებას აუცილებელ საჭროებად აფასებს.

აღსანიშივია, რომ „სუფთა მარნეული“ მარნეულის მუნიციპალიტეტის 55%-ს ემსახურება.