ზუგდიდის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ეპარქია 110 ათასი ლარით დაფინანსდება.
ეს თანხა გასულ წელთან შედარებით, 50 ათასი ლარით ნაკლებია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
2020 წელს, რელიგიის ხელშეწყობის პროგრამისთვის 160 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გასულ წლებში წერდა, რომ მწირი საბიუჯეტო რესურსების პირობებში ეკლესიის დაფინანსება დამატებით ტვირთად აწვება ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, იმის გათვალისწინებით, რომ საპატრიარქო სოლიდური ფინანსური რესურსების მფლობელია და იგი დამოუკიდებლადაც შეძლებს ხარჯების გაწევას.